მონოლით ჯგუფი
ყიდვის პროცედურა

 

ბინის შეძენა ბანკის საშუალებით

  1. მოლაპარაკება

მყიდველი არჩევს მისთვის სასურველ ბინას და შესყიდვის პირობებს ათანხმებს კომპანია „მონოლით ჯგუფი“-ს გაყიდვების მენეჯერთან;

  1. ბანკისთვის საბუთების გამზადება, წარდგენა და სესხის დამტკიცება

კომპანია „მონოლით ჯგუფი“-ს გაყიდვების მენეჯერი ამზადებს ინვოისს და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, მყიდველთან წინასწარ შეთანხმებულ ბინაზე, რომელის წარედგინება ბანკს იპოთეკური სესხის მისაღებად;

მყიდველის მხრიდან ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ, ბანკთან აფორმებს იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

  1. ხელშეკრულების რეგისტრაცია

მყიდველი და კომპანია „მონოლით ჯგუფი“-ს დირექტორი „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას“ და იპოთეკის ხელშეკრულებას, ერთდროულად, არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში. რის შედეგადაც მყიდველი იღებს საჯარო რეესტრიდან დოკუმენტს, სადაც ის ბინის მომავალ მესაკუთრედ ფიქსირდება;

  1. პირველადი შენატანის გადახდა

„წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვადებში მყიდველი იხდის ბინის ღირებულების პირველად შენატანს;

  1. ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია

მყიდველის და კომპანია „მონოლით ჯგუფი“-ს მიერ, ორმხრივი ვალდებულებების ჯეროვნად და სრულყოფილად შესრულების შემდეგ ფორმდება „ნასყიდობის ხელშეკრულება“.

მყიდველი და კომპანია „მონოლით ჯგუფი“-ს დირექტორი „ნასყიდობის ხელშეკრულებას“ არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში;

  1. გილოცავთ

თქვენ გახდით კომპნია „მონოლით ჯგუფი“-ს მიერ აშენებულ უძრავი ქონების მფლობელი.

 

ბინის შეძენა პირდაპირი გადახდით

  1. მოლაპარაკება

მყიდველი არჩევს მისთვის სასურველ ბინას და შესყიდვის პირობებს ათანხმებს კომპანია „მონოლით ჯგუფი“-ს გაყიდვების მენეჯერთან;

  1. ხელშეკრულების რეგისტრაცია

მყიდველი და კომპანია „მონოლით ჯგუფი“-ს დირექტორი „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას“ არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში. რის შედეგადაც მყიდველი იღებს საჯარო რეესტრიდან დოკუმენტს, სადაც ის ბინის მომავალ მესაკუთრედ ფიქსირდება;

  1. პირველადი შენატანის გადახდა

„წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვადებში მყიდველი იხდის ბინის ღირებულების პირველად შენატანს;

  1. ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია

მყიდველის და კომპანია „მონოლით ჯგუფი“-ს მიერ, ორმხრივი ვალდებულებების ჯეროვნად და სრულყოფილად შესრულების შემდეგ ფორმდება „ნასყიდობის ხელშეკრულება“.

მყიდველი და კომპანია „მონოლით ჯგუფი“-ს დირექტორი „ნასყიდობის ხელშეკრულებას“ არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში;

  1. გილოცავთ

თქვენ გახდით კომპნია „მონოლით ჯგუფი“-ს მიერ აშენებულ უძრავი ქონების მფლობელი.

მიმდინარე პროექტები
ბ. კალანდაძის N 3 (ორთაჭალა)
ბ. კალანდაძის ქ. N 12 (ყოფ. ნარიმანოვის) (ორთაჭალა)