მონოლით ჯგუფი
ხელშეკრულება

უძრავი ქონების შესახებ ხელშეკრულება არის კანონმდებლობით სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მყიდველს და კომპანია მონოლით ჯგუფს შორის ფორმდება. კორპუსის და ბინის ექსპულატაციაში შესვლამდე იდება „ნასყიდობის წინარე ხელშეკლურება". საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის შემდეგ, მყიდველი ბინის მომავალ მესაკუთრედ ფიქსირდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი იდება „ნასყიდობის ხელშეკრულება", რომლის საფუძველზეც მყიდველი ბინის ერთადერთი მესაკუთრე ხდება.

კლიენტების მაქსიმალური ინფორმირებულობა და კმაყოფილება ჩვენთვის პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ბინის შეძენამდე კარდაგ გაეცნოთ კონტრაქტს და მასში მოცემულ პირობებს. ინდივიდუალური მოლაპარაკებების საფუძველზე შესაძლებელია კონტრაქტის ცალკეულ პუნქტებში ცვლილებების შეტანა.

კონტრაქტის გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტები

კონტრატქის გაფორმებისთვის საჭიროა მხოლოდ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი და საკონტაქტო ინფორმაცია. ბინის იპოთეკური სესხით შეძენის შემთხვევაში, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის.

კონტრაქტის გაფორმება მინდობილობით

ბინის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც უშუალოდ მყიდველის, ასევე მისი წარმომადგენლის მიერ. ამისათვის, მყიდველი გასცემს შესაბამის მინდობილობას, რის შემდეგაც, ბინის შესყიდვას მინდობილი პირი ახორციელებს. მინდობილ პირს აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება წარმოადგინოს მყიდველი ყველა ორგანოში, დადოს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება და ნასყიდობის ხელშეკრულება, განსაზღვროს მისი პირობები და ა.შ. აღნიშნული უფლებამოსილებები დეტალურადაა აღწერილი მინდობილობის დოკუმენტში. მინდობილობის დამოწმება ხდება ნოტარილად. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს მყიდველის პირადი მონაცემები და კონკრეტული უფლებები, რითიც ისარგებლებს ნდობით აღჭურვილი პირი.

კომპანია "მონოლით ჯგუფი" გისურვებთ წარმატებებს

მიმდინარე პროექტები
ბ. კალანდაძის N 3 (ორთაჭალა)
ბ. კალანდაძის ქ. N 12 (ყოფ. ნარიმანოვის) (ორთაჭალა)