მონოლით ჯგუფი
არა რეზიდენტებისთვის

1. შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ბინის შეძენა?

- უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება შეიძინოს და ფლობდეს უძრავ ქონებას საქართველოში. აღნიშნული უფლება რეგულირდება კანონმდებლობით. 


2. რა პროცედურებია საჭირო უცხოეთის მოქალაქისთვის მონოლით ჯგუფში ბინის შესაძენად?

- მონოლით ჯგუფის მიერ აშენებულ კორპუსში ბინის შერჩევის შემდეგ, ბინის მყიდველი მონოლით ჯგუფის გაყიდვების დეპარტამენტს აწვდის მის პირად ინფორმაციას (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და პასპორტის დასკანირებული ასლი). 
 
- გაყიდვების დეპარტამენტი ამზადებს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას და უგზავნის კლიენტს.
 
- მხარეები თანხმდებიან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადების თარიღზე. ხელშეკრულების ხელმოწერა მყიდველს თავად, ან ნობით აღჭურვილი პირის მეშვეობით შეუძლია (ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ბინის შესაძენად საჭიროა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი და მინდობილობის გამფორმებელი ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, e-mail და ა. შ.). რეგისტრაციის წინ საჯარო რეესტრის თანამშრომლებლებს უნდა ქონდეთ საშუალება დაუკავშირდენ ნოტარიუსს და გადაამოწმონ საბუთის უტყუარობა).
 
- გამყიდველის და მყიდველის/მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია.
 
- მყიდველის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით გამყიდველისთვის თანხის გადახდა.
 
- მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გამყიდველს და მყიდველს შორის. 
 
- ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.


3. რომელ ენაზე ფორმდება ხელშეკრულება?

- ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება 2 ენაზე - ქართულად და მისთვის სასურველ ენაზე. ხელშეკრულების ქართულენოვან  და  ინგლისურენოვან/რუსულენოვან  ეგზემპლარებს  შორის  შეუსაბამობის შემთხვევაში, „ხელშეკრულების" ქართულენოვან ეგზემპლარს ენიჭება უპირატესობა. ხელშეკრულების ინდენტურობაში პასუხისმგებელი თარჯიმნის მონაცემები ინახება საჯაროო რეესტრში ხელშეკრულებასთან ერთად.


4. რა გადასახადებს იხდის უცხოეთის მოქალაქე აპარტამენტის შეძენის შემდეგ?

- ბინის შეძენის შემდეგ, უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს მხოლოდ კომუნალური გადასახადი. 


5. თავისუფლდება თუ არა უცხოეთის მოქალაქე ვიზისგან თუ ის ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში?

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ ვიზა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად/გადასაადგილებლად, არ თავისუფლდებიან ვიზისგან, თუ ისინი ფლობენ უძრავ ქონებას საქართველოში.  იხილეთ იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში (90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში), საქართველოში უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ.  


6. შეუძლია თუ არა უცხოეთის მოქალაქეს მონოლით ჯგუფში კრედიტით შეძენა?

მონოლით ჯგუფი, საქართველოს ბანკთან ერთად, იპოთეკური სესხის საუკეთესო პირობებს გთავაზობთ. უცხოეთის მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეიძინონ აპარტამენტი 10 წლიანი კრედიტით, რომლის საპროცენტო განაკვეთი 9-11%-ია. იპოთეკური სესხის პირობები იხილეთ ამ ბმულზე.


7. აქვთ თუ არა უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება?

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეს აქვს უფლება გაასხვისოს ან მემკვიდრეობით გადასცეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მიმდინარე პროექტები
ბ. კალანდაძის N 3 (ორთაჭალა)
ბ. კალანდაძის ქ. N 12 (ყოფ. ნარიმანოვის) (ორთაჭალა)