მონოლითის ექსკლუზიური ბარათის საშუალებით, 50%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ სხვადასხვა პროდუქტზე თუ მომსახურებაზე.
დეტალურადᲠᲐᲢᲝᲛ ᲛᲝᲜᲝᲚᲘᲗ ᲯᲒᲣᲤᲘ
მონოლით ჯგუფი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპისა და კვადრატულობის ბინებს, რომლებიც მორგებულია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე. ჩვენი პროექტები იდეალური არჩევანია როგორც ოჯახებისთვის კომფორტული საცხოვრებლის შესაქმნელად, ისე საინვესტიციოდ.
მონოლით ჯგუფი 12 წელია ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. უსაფრთხო, სანდო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საცხოვრებელი კომპლექსები აღჭურვილია 24-საათიანი ვიდეომონიტორინგით, კონტროლირებადი შესასვლელებითა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით, რაც მობინადრეებს ყოველდღიურ სიმშვიდესა და დაცულ გარემოს სთავაზობს.
ჩვენი პროექტები განთავსებულია სტრატეგიულ ლოკაციებზე, საიდანაც მარტივად ხელმისაწვდომია ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო მთელი ინფრასტრუქტურა - სკოლები, სავაჭრო ობიექტები, რეკრეაციული სივრცეები და სატრანსპორტო კავშირები.
მშენებლობის ყველა ეტაპზე ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტურ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მასალებს, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს.
მონოლით ჯგუფის პროექტები მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები არ არის; ისინი მოიცავს გამწვანებულ ეზოებს, ბავშვთა გასართობ ზონებს, სპორტულ სივრცეებსა და მობინადრეთა ყოველდღიურ კომფორტზე მორგებულ ინფრასტრუქტურას.
ჩვენთან ბინის შეძენის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტულია. მომხმარებელს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ გადახდის პირობებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციას.
ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
ბინის შეძენის პროცესი მოიცავს რამდენიმე მარტივ ეტაპს: 1. ბინის შერჩევა — ჩვენი პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერები დაგეხმარებიან თქვენი საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით სასურველი ბინის შერჩევაში. 2. ხელშეკრულების გაფორმება — 12-წლიანი გამოცდილების საფუძველზე მომზადებული, სანდო და სამართლებრივად გამართული ხელშეკრულების გაფორმება. 3. ანგარიშსწორება — შეთანხმებული პირობების მიხედვით გადახდის განხორციელება. 4. რეგისტრაცია — ქონების ოფიციალური რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დიახ, ბინების შეძენა შესაძლებელია როგორც შიდა უპროცენტო განვადებით, ასევე იპოთეკური სესხით ჩვენს პარტნიორ ბანკში.
• მონოლით ეთნო სითი — პროექტი დასრულდება 2026 წლის დეკემბერში. • მონოლით დიღომი სითი — პროექტი დასრულდება 2027 წლის ივნისში. • მონოლით გრინ სითი — პროექტი დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში.
• მონოლით ეთნო სითი — ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით. • მონოლით გრინ სითი — ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. • მონოლით დიღომი სითი — ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით.